რუსეთი ოკუპანტია !
"ქორწილის წინა დღესაც უცემია" - რას ჰყვებიან ახლობლები საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალსა და მის ქმარზე
18-05-2019
"ქორწილის წინა დღესაც უცემია" - რას ჰყვებიან ახლობლები საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალსა და მის ქმარზე
სა­ბერ­ძნეთ­ში 29 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 32 წლის შალ­ვა ქა­თა­მა­ძე უკვე და­აკ­ვა. ქეთი სუ­თი­ძე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 15 მა­ისს იპო­ვეს. მას ყელ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქამ­რით არის გა­გუ­დუ­ლი, ნივთმტკი­ცე­ბა სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძებ­ნა ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და.

გა­რა­დცვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს მე­უღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­თი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი წერს, რომ შალ­ვა
ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლე­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. ქეთი სუ­თი­ძე კი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ოჯახს უმა­ლავ­და.

"ამ­დენ ხანს უფ­ლე­ბა არ მქონ­და მეთ­ქვა რამე. ახლა თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ სათ­ქმე­ლი გი­თხართ. ღმერ­თა მა­სე­თი სიმ­წა­რე არ მო­გაკ­ლოთ ცხოვ­რე­ბა­ში. თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხ
ართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული, მაკა ხე­ლის­გულ­ზე ატარ­ებ­და. ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და? არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან ვართ გა­დამ­დგა­რი, მი­გალ­პეს მაგ ხელი, რო­მე­ლიც ქე­თის­კენ წა­ი­ღე და მა­მა­შენ­საც, თქვენ მთე­ლი ოჯა­ხი ფსი­ქო­პა­ტე­ბი ყო­ფილ­ხართ. თქვენ ოჯა­ხის ფასი არ გცოდ­ნი­ათ და ნურც გას­წავ­ლოთ ღმერ­თმა. ქეთის ცოდ­ვა არ მო­გას­ვე­ნებთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ გინ­დათ თა­ვა­წე­უ­ლებ­მა ია­როთ, სა­დის­ტე­ბო, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბო" - წერს გიგა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც ქეთი სუ­თი­ძის დის მა­მამ­თი­ლია.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის დის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა ქა­თა­მა­ძე გუ­შინ სა­ბერ­ძნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე ჰყავ­დათ. გაგრძელება


ემიგრანტი
20 მაისი 2019 14:08
ძალიან დაგვიანებულია უკვე ამაზე ლაპარაკი თავის დროზე უნდა ამოგეღოთ ხმა
Nino
19 მაისი 2019 02:13
Aseti sadisti kmristvis cixe samotxea.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?