რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გადავარდა - კვირის პალიტრა

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გადავარდა

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მძღოლის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"