რუსეთი ოკუპანტია !
სროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო
სროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

"მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე
განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობასთან 14 მაისს, როდესაც მცდელობა იყო, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?