მახინჯაურში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

მახინჯაურში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

მახინჯაურში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცს ფეხის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"