ზუგდიდის 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის მიზეზი, 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირებაა. ჩხუბი საარჩევნო სიების გამო დაიწყო.

დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"