სუს-მა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა - რას ამბობს კლუბის პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

სუს-მა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა - რას ამბობს კლუბის პრეზიდენტი?

არსებული ინფორმაციით, სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა -2:0. თუმცა, გასახდელში შესული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

"ერთი წყაროს ინფორმაციით დაკავებულია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის", - წერს lelo.ge.

მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა, - ამის შესახებ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით lelo.ge -ს განუცხადა.

"მე თბილისში ვარ, არ წავსულვარ თამაშზე. სავარაუდოდ, უფრო მეტი რამ ორშაბათისთვის გაირკვევა", -განაცხადა "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა.