"გოგონას FACEBOOK-ზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი..." - გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა შეეფარდა
20-05-2019
"გოგონას FACEBOOK-ზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი..." - გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა შეეფარდა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.

მათივე ინფორმაციით, 2018
წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო.

„სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის
17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?