რას ამბობენ შსს-ში 51-ე სკოლასთან მოსწავლის დაჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ შსს-ში 51-ე სკოლასთან მოსწავლის დაჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

შსს-ს ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტეკლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"