რუსთაველზე ახალგაზდას მანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

რუსთაველზე ახალგაზდას მანქანა დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. 23 წლის მამაკაცი საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"