ვინ არიან გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელები - კვირის პალიტრა

ვინ არიან გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელები

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ნიკა დაუშვილი, ვახტანგ ჯაყელი და ლაშა ჩაფიძე.

ასევე დააკავეს - საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელი ირაკლი ხუჭუა, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ (რატი) იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე, ასევე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, პაატა ღუდუშაური და ნოდარ კიკნაველიძე.

მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელების დაკავებას "ლანჩხუთის გურიის" პრეზიდენტი, კახა ებრალიძე ეხმაურება. როგორც ის "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, "ლანჩხუთის გურიის" მეკარე რატი იმერლიშვილი სახლში დააკავეს. ფეხბურთელ ირაკლი ბაჯელიძეს კი ეძებდნენ. გაგრძელება