"სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს" - კვირის პალიტრა

"სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს"

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მომხდარის გამო, მეორე კურსის სტუდენტი გოგონა საგამოძიები ორგანოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

"სტუდენტს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. როგორც მან მითხრა, ლექტორს მიმოწერა ჰქონდა. სტუდენტს მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების მცდელობას აქვს ადგილი ლექტორის მხირდან. ეთიკის კომისია საკითხზე იმუშავებს, უნივერსიტეტის შინაგანაწესის სრული დაცვით იქნება საკითხი განხილული. თუ კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება. თავად ლექტორი ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება და როგორც ვიცი, ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ლექტორი ამ დროისათვის მივლინებაშია“,- განაცხადა ბსუს რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

"ინტერპრესნიუსი"