7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 16 წლის გოგოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - კვირის პალიტრა

7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 16 წლის გოგოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარედგინება ბრალდება. ამის შემდეგ ბრალდების შესახებ საქმის მასალები გადმომეცემადა ალბათ, შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას, - ამის შესახებ სოფელ აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის დედის ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა განაცხადა.

მისი განცხადებით, იგი დაკავებულისთვის ყველა საჭირო ექსპერტიზების ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის ექსპერტიზას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

"ყველანაირი სახის ექსპერტიზა ჩატარდება. აბსოლუტურად ყველანაირი სახის. ამ დროისთვის, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის არასრულწოვანი გოგონა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - აღნიშნა ქეთევან გაგოევმა.

ამასთან, როგორც ქეთევან გაგოევი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორში არის მოთავსებული, მას ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა დაკავებულის თანხმობის გარეშე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს.

შეგახსენებთ, სოფელ აღაიანში 7 თვის მავშვი მამამ მოკლული 2 დღის წინ იპოვა. პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"