ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასჯელის გამოცხადებამდე მოსამართლემ დასანიშნ სასჯელთან დაკავშირებით მდარეების პოზიციები მოისმინა.

"ინტერპრესნიუსი"