7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას ბრალს დღეს წაუყენებენ
7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას ბრალს დღეს წაუყენებენ
სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული 16 წლის გოგონა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. პოლიციის შენობაში იმყოფება ბრალდებულ მ.შ-ს ადვოკატი ქეთევან გაგოევიც.

გამოძიების ინფორმაცით, რომ ბრალდებულმა სოფელ აღაიანში, სახლში, სადაც მეუღლესთან, შვილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, ღამით, 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და თავად სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილი ჩვილი ბავშვის მამამ აღმოაჩინა. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა