პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც, სავარაუდოდ, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას მიმოწერა ჰქონდა
პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც, სავარაუდოდ, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას მიმოწერა ჰქონდა
კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 წლის გო­გო­ნამ 7 თვის ჩვი­ლი გა­გუ­და და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩვი­ლი ბავ­შვი მა­მამ გარ­დაც­ვლი­ლი სა­წოლ­ში გამ­თე­ნი­სას იპო­ვა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გო­გო­ნამ ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, ოქ­როს ნივ­თე­ბი წა­ი­ღო და ად­გი­ლი­დან ისე მი­ი­მა­ლა

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

16 წლის მ.შ. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და
20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლო­ბელ­მა მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნამ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში "ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა".

"რო­გორც ჰყვე­ბა ქმრის გამ­წა­რე­ბა უნდა, ოღონდ არ უჩხუ­ბი­ათ, რამე კონ­ფლიქ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა არც ქმარ­თან და არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ვერც
ქმრის და ვერც გო­გოს მხა­რე ვე­რაფ­რით ხსნის, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო. რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­კა­ვეს ბავ­შვის დედა, არ ვიცი, მაგ­რამ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა. ოჯახს ამ გო­გოს დას­ჯა უმ­კაც­რე­სი წე­სით უნდა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ საქ­მე­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი უკვე გა­მო­კი­თხა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხა 21 წლის რ.ჩ., რო­მელ­თა­ნაც 16 წლის გო­გო­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რა ჰქონ­და.  იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?