პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც, სავარაუდოდ, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას მიმოწერა ჰქონდა - კვირის პალიტრა

პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც, სავარაუდოდ, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას მიმოწერა ჰქონდა

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა. ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში გამთენისას იპოვა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გოგონამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ადგილიდან ისე მიიმალა

დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

16 წლის მ.შ. წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონამ მკვლელობის შემდეგ თბილისში "ვიღაც ბიჭს ჩააკითხა".

"როგორც ჰყვება ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა არც ქმართან და არც ოჯახის წევრებთან. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო. რა ვითარებაში დააკავეს ბავშვის დედა, არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. ოჯახს ამ გოგოს დასჯა უმკაცრესი წესით უნდა", - განაცხადა მარიამ დემეტრაშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ საქმეთან შემხებლობაში მყოფი პირები უკვე გამოკითხა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოიკითხა 21 წლის რ.ჩ., რომელთანაც 16 წლის გოგონას სავარაუდოდ, სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.  იხილეთ სრულად