7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დედას ბრალი ოფიცილაურად წაუყენეს - კვირის პალიტრა

7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დედას ბრალი ოფიცილაურად წაუყენეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დედას, 16 წლის მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიცილაურად წარედგინა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბუნებრივია გარგძელდება გამოძიება, ჩატარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ბრალის წარდგენა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა ჯერ არ გადმომცემია საქმის მასალები და ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით“ , - განაცხადა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

"ინტერპრესნიუსი"