ავარიას სუფსაში 4 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას სუფსაში 4 ადამიანი ემსხვერპლა

სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"