"მანქანა სამჯერ დატრიალდა და სატვირთოს შეასკდა"
"მანქანა სამჯერ დატრიალდა და სატვირთოს შეასკდა"
საზარელ ავარიას სუფსაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, დაღუპული მამაკაცის ძმა და მათი დეიდაშვილი.

მათივე განმარტებით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა, "ოპელის" მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

"ეს იმიტომ ხდება, რომ აქ არის ძალიან ცუდი მოსახვევი, მანქანები როცა მაღალი სიჩქარით უხვევენ, თავს ვეღარ იკავებენ, თან ნაწვიმარი იყო, და
ალბათ ნაწვიმარზე მისცა "ტორმუზს", მანქანა სამჯერ დატრიალდა, დატრიალებული დაეჯახა სატვირთოს და დაიხოცა 4 ახალგაზრდა. არავინ გვაქცევს ყურადღებას, ადამიანი ვერ გადასულა გზაზე, აქ სულ ასეთი სიტუაციაა, აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ ვიდეო
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
24 მაისი 2019 03:33
(წინა კომენტარის გაგრძელება). ეზოში რომ შედიხარ, დახურულ ჭიშკარს რატომ არ ეჯახები. ეს არის ცხოვრება? გაიკეთა რკინის ჭიშკარი და თუ არ გააღო, კაცი ეზოში ვერ შედის. ანალოგიური მსჯელობაა.
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
24 მაისი 2019 03:23
ისე მაგარი როჟაა, თურმე ძალიან ცუდი მოსახვევი ყოფილა და დიდი სიჩქარით შემოსულა. იმას კი არ ამბობს, რომ ცუდი მოსახვევის გამო, მძღოლებმა სიჩქარე რომ უნდა დააგდონ, მოსახვევს ადანაშაულებს, მძღოლს კი არა. არა, თურმე მოსახვევია ცუდი და მძღოლი კარგი. სალნტერესოა, რატომ მანქანას არ ადანაშაულებს. ამის აზროვნების პატრონმა, რა ქვეყანა უნდა ააშენოს. ნინიც ასე აზროვნებს. საინტერესოა თუ წაიკითხავენ ჩემს კომენტარს.
ნინი
23 მაისი 2019 15:16
საგზაო ნიშანი დააყენეთ რამე, თქვენ თვითონ გააკეთეთ რამე მანიშნებელი, რომ საშიში მოსახვევი, დაანებეთ თავი ამ ბედოვლათ მთავრობას და უშველეთ საკუთარ თავებს......მკვდარია მანდ ადგილობრივი მმართველობა აშკარაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?