"მანქანა სამჯერ დატრიალდა და სატვირთოს შეასკდა" - კვირის პალიტრა

"მანქანა სამჯერ დატრიალდა და სატვირთოს შეასკდა"

საზარელ ავარიას სუფსაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, დაღუპული მამაკაცის ძმა და მათი დეიდაშვილი.

მათივე განმარტებით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა, "ოპელის" მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

"ეს იმიტომ ხდება, რომ აქ არის ძალიან ცუდი მოსახვევი, მანქანები როცა მაღალი სიჩქარით უხვევენ, თავს ვეღარ იკავებენ, თან ნაწვიმარი იყო, და ალბათ ნაწვიმარზე მისცა "ტორმუზს", მანქანა სამჯერ დატრიალდა, დატრიალებული დაეჯახა სატვირთოს და დაიხოცა 4 ახალგაზრდა. არავინ გვაქცევს ყურადღებას, ადამიანი ვერ გადასულა გზაზე, აქ სულ ასეთი სიტუაციაა, აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ ვიდეო