ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს? - კვირის პალიტრა

ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს?

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს თავად ოთარ ფარცხალაძე ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

გასული პროცესები სასამართლოში ფარცხალაძის გამოუცხადებლობის და მოსამართლის მივლინებაში ყოფნის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"