"დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა..." - ვინ არიან საზარელ ავტოკატასტროფაში დაღუპულები?
"დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა..." - ვინ არიან საზარელ ავტოკატასტროფაში დაღუპულები?
ფოტო:ავტოკატასტროფაში დაღუპულები - აჩიკო კვაჭაძე, გიორგი როყვა და მისი მეუღლე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის არიან ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები. ასევე გიორგი როყვას 20 წლის მეუღლე, გარდაცვლილებს შორის არის ძმები როყვების დეიდაშვილი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. საქმე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარზე გარდაცვლილი არჩილ კვაჭაძის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს, რომელმაც ანონიმურად
დარჩენა ისურვა:

- მთელი ლანჩხუთი შოკშია. სხვა რა უნდა ვთქვა... ამ განცდას ენა ვერ აღწერს. საოცარად ნათელი და თბილი ბიჭი - აჩიკო დაგვეღუპა. ახალგაზრდა ექიმი, ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია და რომელიც მთელ ლანჩხუთს უყვარდა. ის ჩვენი ყველას იმედი იყო... თუ ფიზიკურად, თუ სულიერად, - სტიქაროსნად
მსახურობდა ეკლესიაში და ისეთ სიმშვიდეს ასხივებდა, მის დანახვაზე გულში სითბო ისედაც ჩაგეღვრებოდა. გული გვიტირის, - აჩიკოს დედა ადრე მოუკვდა და მამამისს მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დარჩა გასაზრდელი. ენა ვერ აღწერს რა შრომით და წვალებით გაზარდა ეს სამი ბიჭი მარტოხელა მამამ, ახლა კი უკვე ფეხზე დამდგარი ხელიდან გამოეცალა. არ ვიცი, რა ვთქვა...

სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები - ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა, - გიორგი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს უბედურება კი სუფსასთან მოხდა. როგორც ამბობენ, აჩიკო იჯდა საჭესთან, მაგრამ ის არც ნასვამი ყოფილა, არც დაღლილი, მაგრამ საშინელი წვიმა იყო და იმიტომაც მოუცურდა მანქანა ალბათ. ამბობენ, იმ მოსახვევში სხვა დროსაც მომხდარა საშინელი ავარიები... ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე...

აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა... დღედღეზე  უნდა იმშობიაროს მისმა მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა...  აჩიკოს დეიდაშვილ გიორგის კი სულ ერთი კვირის შერთული ჰყავდა ცოლი. ისიც ულამაზესი ბიჭი იყო და ისიც სხვა ადამიანებს შველოდა, - ურეკის სამაშველო სამსახურში მუშაობდა... ნათელი დაადგეთ... სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

italia 10
10 ივნისი 2019 11:32
ეს გორის წელიწადი არის დზალიან ხიპატიანი და ტარსი ნეტავ მალე გავიდეს ეს წელიწადი და კველას ასჰოროს გმერტმა კველანაირი ცუდი და უბედურება გმერტო სჰენ დალოცე ეს ხალხი და კველანაირი ხიპატი ასჰორე ამინ ამინ ამინ ,,,,,,,,,,
ნანო
25 მაისი 2019 16:28
ყოველ დღე რაღაც ახალი ტრაგედია.... მალე ალბათ ქართველი ერი გაქრება... ხალხო გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს...
mim
25 მაისი 2019 00:19
ეჰჰჰ..რა უნდა ტკვა ?? რა?? ამდენი უბედურება?? საკარტველო და კარტველო ერო როდის უნდა გაიხარო??? რა დაგვემარტა ხალხო, ეკლესია სად ხარ??? კვეყანა ცუდ გზას ადგას და ამიტომ ხდება ამდენი უბედურება. უპალს კი ძირიტად კარგები გაჰყავს ამ ჭაობიდან, ვერ ხედავტ?? გარდაცვლილების უმეტესობას როგორ ახასიატებენ ნაცნობ-ახლობლები??
უპალო გვაკმარე ამდენი ტკივილი, გული შემიღონდა ყოველდღე ტრაგედიიტ იწყება..და ეს გაპუჭებული და უნამუსო , სინდისგარეცხილი სააკაშვილ-ივანიშვილის ბანდა ანგრეს საკარტველოს.
დიახ, ამას იმიტომ ვამბობ რომ არის გაუმარტავი გზები, ხალხი და კვეყანა უპატრონოდ არის მიგდებული-სრული ამ სიტყვის მნიშვნელობიტ და ამიტომაც ხდება ამდენი უბედურება

ვის ეკიბრებიტ, დასავლეტს??
საკარტველოს ტავისი გზა აკვს ისტორიულად და მორჩიტ ევროინტეგრაცია ნატოს კნავილს.

მოუარეტ კვეყანას ტორემ მალე ხალხი ტუ არა უპალი მოგკიტხავტ ტკვენი ოჯახების ხარჯზე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები