7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს პატიმრობა შეეფარდა
23-05-2019
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს პატიმრობა შეეფარდა
სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები