"როენა ხუცურაული სასტუმროს იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და სხვა დანიშნულება ამ სასტუმროს არ გააჩნია" - კვირის პალიტრა

"როენა ხუცურაული სასტუმროს იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და სხვა დანიშნულება ამ სასტუმროს არ გააჩნია"

როენა ხუცურაული სასტუმროს იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და სხვა დანიშნულება ამ სასტუმროს არ გააჩნია, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულისა(„მამიდა“) და კიდევ დაკავებული ორი პირის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, როენა ხუცურაულის უძრავი ქონების და ავტომანქანის დაყადაღება მოხდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხუცურაულმა ეს ქონება მაშინ შიძინა, როდესაც ის ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებას.

"საქმეში გვაქვს როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები,ასევე მოწმეთა დაკითხვები და დათვალიერების ოქმები. რაც შეეხება როენა ხუცურაულის ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, გეტყვით, რომ დაყადაღდა ის სასტუმრო, რომელიც კონკრეტულად გამოიყენებოდა პროსტიტუციისთვის და ეს არ იყო პირველი შემთხვევა ამ სასტუმროს პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტის. როენა ხუცურაული ამ სასტუმროს იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და სხვა დანიშნულება ამ სასტუმროს არ გააჩნია. რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ეს ქონება არის მაშინ შეძენილი, როდესაც როენა ხუცურაული ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ეს იყო დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით მიღებული ქონება. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაედო ყადაღა როენა ხუცურაულის უძრავ ქონებას და ასევე ავტომაქანას"-განაცხადა მარიამ გოგორელიანმა

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული როენა ხეცურაულისა და კიდევ ორი ორი პირის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ მარიამ დანელიანს, ზინაიდა ქორიძეს და როენა ხუცურაულს იგივე "მამიდას" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ინტერპრესნიუსი"