აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა გამოკითხვაზე იმყოფებოდა - რას ამბობენ შსს-ში?
24-05-2019
აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა გამოკითხვაზე იმყოფებოდა - რას ამბობენ შსს-ში?
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში, 7 თვის მოკლული ჩვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებების მოპოვება, ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და მხოლოდ აღნიშნული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის
თანახმად, დასჯადია სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. გარდაცვლილი ჩვილის მამამ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?