9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა - კვირის პალიტრა

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა. როგორც მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ.

ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თუკი, სასამართლო იაგო ნებიერიძეს დამნაშავედ სცნობს, მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"