"მა­მამ დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს" - ვინ გაიტაცა 15 წლის გოგონა და არსებობს თუ არა მისი ცოცხლად პოვნის შანსი?
"მა­მამ დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს" - ვინ გაიტაცა 15 წლის გოგონა და არსებობს თუ არა მისი ცოცხლად პოვნის შანსი?
"ადე­იშ­ვი­ლმა მი­თხრა, უნდა თქვა ის, რაც გა­მო­ძიე­ბას სჭირ­დე­ბა, თუ არა­და, ცი­ხე­ში დალ­პე­ბიო" - რა კავშირი აქვს აფრასიძეებს მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებასთან, რომლის გატაცების საქმესაც 17 წელია იძიებენ

2002 წლის 24 ივ­ლისს 15 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი წყნე­თი­დან გა­ი­ტა­ცეს. მომ­ხდა­რი­დან ორ დღე­ში ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. უკვე მეჩ­ვიდ­მე­ტე წე­ლია, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ საქ­მეს იძი­ებს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ინ­ტერ­პო­ლი დღემ­დე ეძებს
მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვილს.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა უწყე­ბა­ში მხო­ლოდ ის გან­გვი­ცხა­დეს, რომ მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ზე ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2002 წლის ივ­ლი­სის თვე­ში, დაბა წყნე­თი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნის - მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის, გა­მო­ძი­ე­ბით
და­უდ­გე­ნე­ლი პირ(ებ)ის მიერ გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის No090050026 საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE- სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბის საქ­მე იმ პე­რი­ოდ­ში ძალ­ზედ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო და იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და მე­დი­ით, რომ შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს დღემ­დე ახ­სოვ­დეს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.

ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მეს ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავ­და: მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი. ის ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი, რო­მე­ლიც წყნეთ­ში, სა­კუ­თარ უბან­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და, გამ­ტა­ცებ­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში. ამ ფაქ­ტმა საქ­მის მოწ­მეს გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბავ­შის­თვის უცხო­ე­ბი არ იყ­ვნენ. გა­მო­ძე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, ფაქ­ტის შემ­სწრე ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვს მათი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­და კი­დეც. თუმ­ცა მან ვერ გა­იხ­სე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი და ვერც კრი­მი­ნა­ლე­ბის სახე აღიდ­გი­ნა.

მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მას და გო­გო­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თან­ხა 70 ათას დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და. გო­გო­ნას მა­მამ 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს, მძე­ვა­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მას შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯახ­საც აღარ და­კავ­ში­რე­ბი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მამა მხედ­რი­ო­ნე­ლი იყო, იმ დრო­ის­თვის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გავ­ლე­ნი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შობ­და და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი ჰქონ­და. მა­შინ გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, თით­ქოს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა მის მხედ­რი­ო­ნელ მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­და სო­ლი­დუ­რი თან­ხა გამ­ტა­ცებ­ლებს. თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ მომ­ხდა­რით და რე­ა­ლუ­რი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე არც არა­სო­დეს გა­მო­სუ­ლან.

კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გო­გი­ნაშ­ვი­ლი თით­ქოს­და ძმებ­მა აფ­რა­სი­ძე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს. 2006 წელს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მი­სა და კახა კა­ლა­ძის ძმის, ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის კონ­ტექ­სტში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ვერ­სია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოთ­ქვეს.

სვა­ნეთ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რვა გვა­მი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი იყო. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გვა­მი იყო. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია - დად­გინ­და, რომ ეს ცხედ­რე­ბი 19-ე სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი იყო. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და. ამ ვა­რა­უ­დის მარ­თე­ბუ­ლო­ბა გა­ამ­ყა­რა საქ­მის კი­დევ ერ­თმა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს­მა გა­რე­მო­ე­ბამ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. გაგრძელება