სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსან 15 000- ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის
გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია. შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

შეგახსენებთ, 2016 წელს
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები