ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ - კვირის პალიტრა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

"ინტერპრესნიუსი"