მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, 5 ივნისს წაუყენებენ - კვირის პალიტრა

მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, 5 ივნისს წაუყენებენ

მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, 5 ივნისს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კალანდიას ადვოკატმა ნინო კოტეტიშვილმა განუცხადა, რომელიც დაკავებულს პოლიციის მთავარ სამმართველოში შეხვდა.

მისი თქმით, მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ სცნობს. ადვოკატის განცხადებით, ბრალის ოფიციალურად წარდგენის წარდგენის შემდეგ გაეცნობიან საქმის მასალებს და დააფიქსირებენ კონკრეტულ პოზიციას.

„მიგვაჩნია, რომ ბრალდების ის ფორმულირება, რომელიც წარდგენილია მიხეილ კალანდიას მიმართ, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება“, - აცხადებს ადვოკატი.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"