ავლაბარში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავლაბარში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ავლაბარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

"ინტერპრესნიუსი"