"ჩემი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და მას ღმერთი იცავს" - რას ამბობს ბორის კაკუბავა დაკავებულ მიხეილ კალანდიაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და მას ღმერთი იცავს" - რას ამბობს ბორის კაკუბავა დაკავებულ მიხეილ კალანდიაზე?

ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუამ ბორის კაკუბავამ განაცხადა. კაკუბავა სასამართლოში იმყოფება, სადაც მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა უნდა ჩატარდეს.

ბორის კაკუბავას თქმით, მისი შვილიშვილის დაკავების ინტერესი როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას ჰქონდა.

"ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. ყველაფერი გაირკვევა. ალბათ ყველას ინტერესშია რომ დააკავეს- ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი კი არის ამ ქვეყნის დამხობა და ამოტრიალება. ჩემი შვილიშვილი არაა დამნაშავე და მას ღმერთი იცავს", - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

რაც შეეხება მის მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომ მოწმეებზე ზემოქმედებას ის თავად ახდენდა, კაკუბავას თქმით, ეს ცრუ ბრალდებებია.

"ტყუილი ბრალდებებია ჩემს მიმარათაც, რომ მოწმეებზე ვახდენდი ზემოქმედებას. არავითარი ფაქტი არ არსებობს", - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

ფოტოები: სააგენტო "ინტერპრესნიუსი"