ბორჯომში დაკარგული ორ არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს - კვირის პალიტრა

ბორჯომში დაკარგული ორ არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს

ბორჯომში  დაკარგული ორ არასრულწლოვანი  გოგონა იპოვეს.

ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული გოგონები პოლიციის ეკიპაჟმა ხაშურში იპოვა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა შეუძლოდ გახდა.

მისთვის დახმარების სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ. ამასთან, სკოლის სიახლოვეს მდებარეობს ბორჯომის პოლიციის შენობა და შენობასთან მყოფი პოლიციელები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

„პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.