ბორჯომში დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს - კვირის პალიტრა

ბორჯომში დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს

ბორჯომში დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, დაკარგული გოგონების ახლობლებს და მშობლებს, რომლებიც ბორჯომში 1-ელ სკოლასთან არიან შეკრებილები, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკარგული გოგონები პოლიციამ ხაშურში იპოვა.

ერთ-ერთი გოგონას დედა ცუდად გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები დილიდან არავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"