ლილოში ე.წ ჩინელების ბაზრობაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

ლილოში ე.წ ჩინელების ბაზრობაზე ხანძარია

ლილოში ე.წ ჩინელების ბაზრობაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის.

ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოაქვთ.

"ინტერპრესნიუსი"