ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმრის ბიძამ დაჭრა - კვირის პალიტრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმრის ბიძამ დაჭრა

ფოთში, ნაბადის უბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილიბები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 25 წლის ქალი შემოიყვანა, მას ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ჭრილობები დამუშავდა, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"