"იტირა და ჩვენც გვატირა. თვალებჩასისხლიანებული მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო"
"იტირა და ჩვენც გვატირა. თვალებჩასისხლიანებული მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო"
საქართველოში ლუდომანიით თითქმის­ ყველა ასაკის ადამიანი დაავადდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" წამოიწყო პროექტი "არ ითამაშო, იცხოვრე!", მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი შემზარავი­ ამბავი მოვისმინეთ ერთნაირი ფინალით - სუიციდით, თვითდაზიანებით, ქვეყნიდან გადახვეწით... ტრაგედიებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად გიამბობთ ოჯახზე,­ სადაც სამი მამაკაცი მოთამაშეა. ყველა მათგანმა არაერთხელ სცადა თავის მოკვლა. გადარჩნენ, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კი თამაში განაგრძეს.

31 წლის ნიკა თავისი ოჯახის ტრაგედიაზე
გვიამბობს:
- დედა დარდობდა, მამათქვენი სულ მუშაობს, მაგრამ სახლში­ არაფერი მოაქვსო. მერე…ჩემს ცნობიერებაში­ თანდათან გაჩნდა სიტყვები: თამაში, ტოტალიზატორი, კაზინო, ვალები... დე
და თავდაუზოგავად მუშაობდა, მამა კი შუაღამეს მოდიოდა და ჩხუბობდა. შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრება უფრო გაუარესდა - ვალებით დამძიმებულმა დედამ სამუშაოდ თურქეთში გადაწყვიტა გამგზავრება. მაშინ მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი დატოვება უმძიმდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მევალეები გვაკითხავდნენ და ბინის­ წართმევით გვემუქრებოდნენ.

- მამა სად მუშაობდა?
- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე, მაგრამ თამაშის გამო ჩამოაქვეითეს, ბოლოს გააგდეს. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თამ­აში არ შეუწყვეტია. ერთი სიტყვით, დედა მეზობელ ქალს შეუთანხმდა, ჩემებს კვირაში სამჯერ საჭმელი მოუმზადე და თვეში 100 ლარს გადმოგირიცხავო. ისიც დათანხმდა... დედა ისე გვენატრებოდა, მისი ყველა­ ნივთის დანახვაზე მე და ჩემს ძმას გული გვეკუმშებოდა. როდესაც მეზობლის ქალმა ჩვენს სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი,­ საშინელი აგრესია გაგვიჩნდა. მერე ჩვენი­ ოჯახები უნებურად დაახლოვდნენ - ხან ჩვენ ვსადილობდით მათთან, ხან მისი შვილიშვილები­ იყვნენ ჩვენთან. ერთ-ერთი ფეხბურთს თამაშობდა. ის ბიჭი მამაჩემს დაუმეგობრდა. მთელი ღამეები ისხდნენ და რაღაცას არჩევდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმაც თამაში დაიწყო. ფეხბურთს შეეშვა, გუნდიდან გააგდეს, მერე კი ნარკოტიკზე შეჯდა.

- თქვენ როგორ დაიწყეთ თამაში?
- ერთ დღეს მამა სახლში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ნასვამი იყო, ხარაჩოდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცოტა ხანს შინ მშვიდად იწვა, შემდეგ კი თამაშის "ლომკა" მოაწვა, ხან მე მთხოვდა ფულის ჩარიცხვას, ხან ჩემს ძმას.



- თქვენ საიდან გქონდათ ფული?
- დედა გვიგზავნიდა... მაშინ გამიჩნდა ინტერესი, მეც მომესინჯა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმაც მოწამლული იყო. მამა მალევე მიხვდა, რაც გვჭირდა და გადაირია, გინდათ ჩემსავით დაიღუპოთ, მოთამაშეს მომავალი არა აქვს, ყველაფერს კარგავს, მათ შორის კაცობასაცო. იტირა და ჩვენც გვატირა. გაჭაღარავებული, თვალებჩასისხლიანებული, ფრჩხილებდაკვნეტილი ქუჩის მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო. მის შემყურეს მიკვირდა, ასეთი მაგალითი თვალწინ მქონდა და თამაში როგორ დავიწყე-მეთქი. იმ ღამეს მამამ დედას დაურეკა, ჩამოდი, შვილები გვეღუპებაო... ჩამოვიდა დედა და რამდენიმე თვე დარჩა. ამასობაში სკოლა დავამთავრე და ჯარში­ წავედი. ორი წელი არ მითამაშია, მაგრამ მესიზმრებოდა, როგორ ვრიცხავდი თანხას ანგარიშზე, როგორ ველოდი გამარჯვებას, მოგებული ფულის სუნსაც კი ვგრძნო­ბდი. ჯარის დასრულების შემდეგ საკონტრაქტო სამსახური გავაგრძელე. ფიზიკურად ძალიან დატვირთული ვიყავი და ეს დამეხმარა, ცოტა ხნით თამაშზე უარი მეთქვა.

- ძმა ისევ თამაშობდა?
- ბოლომდე ისიც ვერ მოსწყდა. ამ თემაზე არ ვლაპარაკობდით. შემდეგ ძმამ ციფრული ტექნიკის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. საღამოობით, როცა ყველა სახლში მიდიოდა, სამსახურში რჩებოდა და ინტერნეტით ონლაინკაზინოში თამაშობდა. კარგად ერკვეოდა ამ სისტემებში და სწრაფად მიდიოდა წინ... ერთ დღესაც დაიკარგა. მთელი მისი სამეგობრო ავაწრიალე, მაგრამ არავინ არაფ­ერი იცოდა. ერთმა­ გოგომ მომწერა, 450 დოლარი მართებს ჩემი და დღეს უნდა მოეტანა, თუ ამის გამო იმალება, როცა შეძლებს, მაშინ დამიბრუნოსო... ამასობაში ჩემი ძმა ვიპოვე­ - სახლის სახურავზე ეგდო ვენებგადაჭრილი. მეზობლის გოგონები გასარუჯავად ასულან და მათ ნახეს, თორემ მოკვდებოდა... სამსახურიდან გამოუშვეს, თუმცა მალევე დაიწყო ტექნიკის საწყობში მუშაობა. როგორც კი სტაბილური ხელფასი დაენიშნა, ისევ უმატა­ თამაშს. ისევ ვალები... ონლაინკაზინოებს არ ეშვებოდა. როგორც კი ბარათზე ხელფასი დაერიცხებოდა, მთელ ფულს ონლაინკაზინოში აგებდა. იღებდა ონლაინსესხებსაც. ბოლოს, ყველა რესურსი რომ ამოწურა, სამსახურში ფული და ტექნიკა მოიპარა...

დედა წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. ერთხელ ბიძაჩემმა დედას სთხოვა, სახლში დაბრუნდი­ და შვილებს მიხედეო. დედას შერცხვა იმის თქმის, რომ ჯერ ქმრისა და შვილების გამო აღებული ვალები არ ჰქონდა გასტუმრებული და ვითარება შეალამაზა, შვილები უნდა დავაყენო ფეხზეო. ბიძაჩემს არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი გამოხედვით მივხვდი, რაც გაიფიქრა, ისინი კაცები არასდროს დადგებიანო...

მეც არაერთხელ ვცადე თვითმკვლელობა. ერთხელ დედამ მომისწრო და დამიჩოქა, სულ ნუ გამაუ­ბედურებო. უმწეობის განცდა მახრჩობდა. ბანკები სესხს აღარ მაძლევდნენ, მე კი თამაში მინდოდა. ბიჭები გოგონებსა და გართობაზე ლაპარაკობდნენ, მე კი თამაშზე ვფიქრობდი. ამის დროს ყოველთვის ვპოულობდი - ტრანსპორტში, სახლსა თუ სამსახურში ონლაინკაზინოშIი ტელეფონით შევდიოდი და ბოლო თეთრამდე ვთამაშობდი. დასალომბარდებელი რომ არაფერი დამრჩა, ერთ-ერთ საკრედიტო კომპანიას სახელფასო ბარათი დავუტოვე. ჩვენი ბინა უკვე ჩემი ძმის გამო გვქონდა ბანკში ჩადებული. მამას­ ნერვიულობისგან შაქარმა აუწია და კომაში ჩავარდა. დღემდე გათიშულია. დედა თურქეთიდან დაბრუნდა და მეზობლის ქალს უვლის...

- სამსახური დაკარგეთ?
- კონტრაქტი გამიწყვიტეს. ამ მხრივ შეიარაღებულ ძალებში კანონი გამკაცრდა­. ახლა მშენებლობაზე ვმუშაობ. მეგონა, მარტო მე ვიყავი დაღუპული და აქ კოშმარი ხდება - 17-18 წლის ბიჭები ათეულობით კილოგრამს ეზიდებიან, ჯანმრთელობას ისპობენ, აღებული ფულით კი კაზინოსა თუ ონლაინბეთებში თამაშობენ...

დედის სიბრალულმა მაინც იქონია გავლენა - ახლა ისე ინტენსიურად აღარ ვთამაშობ, როგორც ჩემი ძმა, მაგრამ ხელფასი რომ ჩამერიცხება, ცივი ოფლი მასხამს და თითები მიცახცახებს - თამაში მინდა...

ეს არის კოშმარი, რომელიც არასდროს სრულდება. მივესალმები და მხარს დავუჭერ ამ ჯოჯოხეთის დახურვის ან შეზღუდვის ყველა პეტიციას, მოთხოვნას, აქციას. თუ ეს კატასტროფა არ შეაჩერეს, დავიღუპებით.
მკითხველის კომენტარი (9)
???????????????????????????
14 ივნისი 2019 10:42
და ჩვენი მთავრობა რას აკეთებს?იმის მაგივრად რომ ამ უბედურებას ებრძოლონ,ავტობუსებზე კაზინოების რეკლამებია აჭრელებული.ეხლა ტაქსებს ავალდებულებენ თეთრად შეღებვის ნაცვლად კაზინოების რეკლამები განათავსონ მანქანებზე და არავინ ხმას არ იღებს.კალაძეს თვითონ ჰქონდა ტოტალიზატორი თბილისში და არ ადარდებს ასეთი საკითხები,მაგრამ ჩვენ რატომ არ ვაპროტესტებთ ჩუმად რატომ ვართ?
SOS
14 ივნისი 2019 09:59
ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის რეკლამირება თუ აკრძალულია, აზართული თამაშების რეკლამირებაც უნდა აიკრძალოს. ხომ ხედავთ რა სიტუაცია არის, უკვე იმდენი ფული შემოსდით და ისე გამდიდრდნენ, რომ თითქმის მთლიანად დაიპყრეს ტელევიზია. რამდენი გადაცემის სპონსორები არიან, მათ შორის სპორტული. აკრძალვით არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ რეკლამირება და "ზომბირება" უნდა დამთავრდეს. ვინც უკვე მოთამაშეა მათ აღარაფერი ეშველება და მომავალი თაობა მაინც დავიცვათ. აგრეთვე, მომავალში, როდესაც ქვეყანა უფრო განვიტარდება, საერთოდ უნდა აიკრძალოს ან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იყოს, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.
uuu
14 ივნისი 2019 00:50
პარლამენტიდან გამოყარეთ სათამაშო ბიზნესის ყოლვადშემძლე "კრიშები" და მიიღეთ კანონი, ღია კენჭისყრით!!!
...
13 ივნისი 2019 17:23
შესაძლო, აკრძალვა არ იყოს შედეგიანი, მაგრამ რეკლამირება და სრული თავისუფლება ნამდვილად შესაცვლელია.
ქეთევანი
13 ივნისი 2019 16:02
ასეთი ადამიანები სამწუხაროდ განწირულები არიან და ოჯახის წევრებსაც სწირავენ.............
...
13 ივნისი 2019 15:59
საშინელებააა არის რამე უნდა ვქნათ თითიქმის ყველა ოჯახშია ეს საშინელება. იღუპება ახალგაზრდობა.
სამწუხარო რეალობა
13 ივნისი 2019 11:09
ესე მარტივადაც არ არი საქმე რო აკრძალავ და ამისთანებს ეშველებათ.მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს, 80 იანების ბოლოს და 90 იანების დასაწყისში, არც კაზინოები იყო და არც ონლინე ტოტალიზატორები, მაგრამ ეპიდემია იყო თამაშის.ყველა თამაშობდა და ყველაფერს და ყველას ერთმანეთის ვალი ქონდა. თან ეგრეთ წოდებულ
"პრისტავკაზე" ანუ ზეპირად შეთანხმებულ თანხებზე თამაშობდნენ, რომელიც რაღაც ვადაში უნდა გაესტუმრებინათ და საბოლოოდ იმხელა თანხებს აგებდნენ რო სახლებს ყიდდნენ და დანაშაულსაც ჩადიოდნენ, თავსაც იკლავდნენ და რა ვიცი კიდე რა. დღეს ასე თუ ისე კრედიტში მაინც ვერ თამაშობენ. რაც გააჩნიათ იმას აგებენ და გადასახადი შედის ბიუჯეტში. ამის გარდა ინვესტიციები კეთდება სხვადასხვა სფეროში მაგ ბიზნესიდან. და ვისაც თავის დაღუპვა უნდა იმას არაფერი ეშველება თვითონ თუ არ მოეგო გონს.
გაიოზი
13 ივნისი 2019 10:44
ეს უბედურება უნდა აიკრძალოს და რაც შეიძლება მალე, აგრეთვე მოფიქრებული ჭკვიანური მეთოდით, რომ თამაშზე დამოკიდებულები ნაკლებად დაზარალდნენ.
მზია.
12 ივნისი 2019 14:17
ნუთუ არ შეიძლება რეკლამების აკრძალვა ვითამაშოთ,ვითამაშოთ.............................

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?