მკვლელობა აგარაში - ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - კვირის პალიტრა

მკვლელობა აგარაში - ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, ის იდენტიფიცირებულია. თუმცა, დაკავებული არ არის.

უწყების ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს - მისი მდგომარეობა მძიმეა

"ინტერპრესნიუსი"