აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს - მისი მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს - მისი მდგომარეობა მძიმეა

აგარაში, ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

"პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

პაციენტს ქარელიდან "გორმედის" ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში, გორში გადაიყვანენ.

"ინტერპრესნიუსი"