რას ამბობენ ახლობლები აგარაში მომხდარ მკვლელობაზე?
რას ამბობენ ახლობლები აგარაში მომხდარ მკვლელობაზე?
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ახლობლები მომხდარის ვერსიას ვერ ასახელებენ. ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ ეჭვიანობის მოტივზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ დაჭრილ ქალს მეუღლიერ მიერ მოკლულ მამაკაცთან არანაირი სიახლოვე არ აკავშირდება გარდა იმისა, რომ წლების წინ ერთ სამსახურში მუშაობდნენ.

53 წლის ბრალდებულმა, რომელიც სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს, აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეუღლის და ორი მცირეწლოვანი შვილის - 2 და 4 წლის ბავშვების თვალწინ, 41 წლის მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი, საკუთარ სახლში მივიდა და ამავე ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა.

ოჯახის ახლობლების თქმით, ბრალდებულს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები