ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" პატიმრობიდან გაათავისუფლეს
წყალ­ბურ­თე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, იგი­ვე „როს­ტო“ თა­ვი­სუ­ფა­ლია. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

AMBEBI.GE-მ სცა­და ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ის ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. და­ვუ­კავ­შირ­დით მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატს მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ას, რო­მელ­მაც ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა:

"გი­დას­ტუ­რებთ, ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. ის პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ამის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და
მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი
ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა