ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" პატიმრობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" პატიმრობიდან გაათავისუფლეს

წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ თავისუფალია. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, როსტოშვილი ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.

AMBEBI.GE-მ სცადა ლევან როსტოშვილთან დაკავშირება, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით მსჯავრდებულის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას, რომელმაც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა:

"გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ" - აღნიშნა ადვოკატმა.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გაგრძელება