"დანაშაულში ბრალდებულს უთქვამს, შევცდი, კაცი არ უნდა მომეკლაო" - ეჭვიანობით ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები
10-06-2019
"დანაშაულში ბრალდებულს უთქვამს, შევცდი, კაცი არ უნდა მომეკლაო"  - ეჭვიანობით ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა, - ამავე სოფლის მცხოვრებმა 53 წლის ავთანდილ ხიმშიაშვილმა, თანასოფლელი 41 წლის გიორგი გელაშვილი ხანჯლით აჩეხა, რის შემდეგაც იმავე იარაღით თავისი მეუღლე, 49 წლის ინგა ხიმშიაშვილი დაჭრა. ქალბატონს ხანჯლით 13 უმძიმესი ჭრილობა აქვს მიყენებული, - მათ შორის, ფილტვის, კუჭისა და კისრის არეში. ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის
და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე ადგილობრივი მცხოვრები გვესაუბრება:

- საშინელება
დატრიალდა, მცირეწლოვანი ბავშვები დაობლდნენ არაფრის გამო... ადამიანის გონება ვერც წარმოიდგენს ისეთი სისასტიკით იყო დაჩეხილი გიორგი გელაშვილი. ამ საშინელებს შეესწრნენ გიორგის მეუღლე და შვილები, რომლებიც მას იქვე გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ელოდნენ. მკვლელმა ისიც და საკუთარი ცოლიც ხანჯლით დაჩეხა...

გარდაცვლილი მისი სახლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს, მაგრამ იმ საღამოს მკვლელის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში მივიდა - როგორც ჩვენ გავიგეთ, ოჯახის წევრი გახდომია ავად. არ ვიცი, მკვლელმა რა ჩათვალა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაუნახავს თავისი სახლიდან და ხანჯალით დადარაჯებია...

- რატომ, რა იყო მკვლელობის საბაბი?
- ეჭვიანობა. ავთანდილის მეუღლე, ინგა და გარდაცვლილი ერთ საწარმოში მუშაობდნენ. ეჭვიანობაც ავადამყოფობაა, რომელმაც ასეთ საშინელ დანაშაულამდე მიიყვანა ადამიანი. ვინც კარგად იცნობდა ავთოს და ინგას, ახლა ამბობენ, რომ ამ ნიადაგზე ხშირად ჰქონდა ცოლ-ქმარს კონფლიქტი. კაცი ცოლს ღალატს სწამებდა და სამსახურში სიარულს უკრძალავდა. 

არადა, ინგა შვილებსა და შვილიშვილებზე გადაგებული ქალია და ღალატის ჩამდენი რომ არ არის, ყველამ იცის. თავის მხრივ, გიორგის და მის მეუღლესაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ და ერთგული ოჯახი ჰქონდათ.

გიორგის ხანჯალი ზურგიდანაც ჰქონდა ჩარტყმული, როგორც ჩანს, აფთიაქიდან რომ გამოვიდა, ავთანდილი ზურგიდან მიეპარა და იარაღი ჩაარტყა.

- და ამის შემდეგ დაჭრა მეუღლე?
- კი. როგორც აღმოჩნდა მერე უკვე ამავე ხანჯლით ცოლის მოსაკლავად წავიდა. წარმოგიდგენიათ, რა უტრიალებდა თავში, ქალს ხანჯალს იმდენად სასტიკად ურტყამდა... ქალი დახმარებას ითხოვდა, როდესაც მეზობლები ხმაურზე შეცვივდნენ, ავთანდილი უკვე გაქცეული იყო. თუმცა, როდესაც პოლიცია მოვიდა, ის დაბრუნდა და ჩაბარდა. როგორც ამბობენ, უთქვამს, - შევცდი, კაცი არ უნდა მომეკლაო. ორ მცირეწლოვან ბავშვს მამას მისი შეცდომის აღიარება გაუცოცხლებს?

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?