სასამართლომ, ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

სასამართლომ, ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

გურჯანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

მომხდარზე გამოძიება,147-ე მუხლის მე-3 ნაწილილოს "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"