რუსეთი ოკუპანტია !
სასამართლომ, ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
11-06-2019
სასამართლომ, ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
გურჯანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

მომხდარზე გამოძიება,147-ე მუხლის მე-3 ნაწილილოს
"დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?