ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - დაშავებულია სამი ადამიანი
ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - დაშავებულია სამი ადამიანი
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. საავადმყოფოში გადაყვანისას სამივე კონტაქტური იყო. შემთხვევის ადგილზე მობილილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები