რუსეთი ოკუპანტია !
ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.

სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. კუპრავას ასევე თავდებში უდგებოდნენ, ზაალ უდუმაშვილი და კობა ხაბაზი.

კუპრავას საქმეზე
სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

განაჩენი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურორ ქეთევან გურაშვილის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
დღის კითხვადი სტატიები