ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 მაისს, 76 წლის ქალი 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. ქალი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა - შვილის, რძლის და ორი მეზობლის.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი
მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა