დაბა წაღვერთან მამაკაცი მოკლეს
12-06-2019
დაბა წაღვერთან მამაკაცი მოკლეს
დაბა წაღვერთან მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

მამაკაცი გარდაცვლილი ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მკვლელობა გახსნა. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით