მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. ერთი ადამიანის მკვლელობისა და მეორე პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

პროკურატურის შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პროცესი დაიხურა. დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება და პროცესის დახურვაც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით გადაწყდა.

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი
49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით სხეულზე 13 ჭრილობა მიაყენა, კვლავ რენიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები